ცნობილი ნიდერლანდელი ჟურნალისტი პიტერ არ დე ვრიესი. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ჟურნალისტი კრიმინალთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობს.
გამოცემის ცნობით, შეიარაღებული თავდასხმა ამსტერდამის ცენტრში მოხდა.
ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისთვის დაჭრის ფაქტზე სამი ადამიანია დაკავებული, თუმცა თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ამსტერდამის მერის განცხადებით პიტერ არ დე ვრიესი ეროვნული გმირი და მამაცი ჟურნალისტია.
64 წლის დე ვრისი ცნობილია ნიდერლანდებში. იგი ხშირად მსახურობდა სატელევიზიო დანაშაულის კომენტატორად და ექსპერტ კრიმინალურ რეპორტიორად.











