დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ზოგი აცრილი გათამამდა.
როგორც მან ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა, გვაქვს უკვე შემთხვევები, როცა პირველი აცრის მერე ადამიანები ავად გახდნენ.
„ვიღაც, ვთქვათ ინკუბაციურ პერიოდში იყო, როდესაც აიცრა… სხვათა შორის, გათამამდა ზოგი აცრილი და ჰგონია, რომ… ეგრე არ არის, აცრის მერე პირველი ორი კვირა დაცული, პრაქტიკულად, არ ხარ. აქედან გამომდინარე, ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ თავს. არის შემთხვევები, როცა ადამიანები ავად ხდებიან და საბედნიეროდ, ძალიან მსუბუქად გადაიტანა ყველამ, ის აცრა მაინც თავს საქმეს აკეთებს,“ – ამბობს იმნაძე.











