fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, პარტნიორობას არაფერი ემუქრება – პრემიერი 

15:39 ივლისი 30, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
793
ნახვა

„დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი კონგრესმენისგან მიიღო წერილი, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში წარმატებები.

„პირველ რიგში, ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა, არის ძალიან სხვადასხვა. მაგალითად, მე გუშინ მივიღე ერთ-ერთი კონგრესმენისგან, ჯო ვილსონისგან შესანიშნავი წერილი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში წარმატებები. ამიტომ, იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივი არსებობს და, რა თქმა უნდა, ამ შიდა სფეროებში არ ჩავერევი. გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური და მომავალზე ორიენტირებული, რომლის ძირითადი აქცენტები იყო, რამდენად ფასეულია, როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-სთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. არა მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება სხვადასხვა სფეროში – უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების სფეროში, დემოკრატიის შემდგომი განვითარების, მათ შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროებშიც. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ყველა კიდევ ერთხელ დადასტურებულად დავინახავთ მას შემდეგ, როდესაც ეს ქვეყანა, ჩვენ, თქვენ ყველანი ერთად ღირსეულ და ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ.

სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. ეს არ არის ჩემი მოგონილი და ჩემი დანახული რეალობა. ეს არის ობიექტური რეალობა. რაც შეეხება სუბიექტურ რეალობას და რეალობის მოდელირებას, სუბიექტური რეალობის მოდელირებით, ზოგიერთები რომ ცდილობენ, ქვეყანა დააზიანონ, „ოცნება“ და მთავრობა კი არა, ქვეყანა დააზიანონ, ეს არის სამწუხარო. ამიტომ, ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ,ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება. ისევე როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში არაფერი ემუქრება, მაგრამ როდესაც ადამიანები, მათ შორის ზოგ შემთხვევაში ამერიკელებიც თავიანთ ვალდებულებებს, იქნება საინვესტიციო, თუ სხვა სახის ვალდებულებები, ვერ ასრულებენ და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს, მეგობრებო, კი არ უნდა გვწყინდეს და ჯიბრში კი არ უნდა ვუდგებოდეთ ქვეყანას, უნდა გვიხაროდეს“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, პოლიტიკური ინტერესების გამო, აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას რისკი არ უნდა შეუქმნან, რადგან პარტნიორების მხარდაჭერის გარდა, ოკუპაციის მშვიდობიანად გადაწყვეტის სხვა გზა არ არსებობს.

„მთავარია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტო ჩემთვის არა, მარტო მთავრობისთვის ან მარტო მმართველი პარტიისთვის არა, ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას რისკი არ უნდა შევუქმნათ, განსაკუთრებით რაღაც გამოგონილი შეკითხვებით. რატომ არ უნდა შევუქმნათ იცით? იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის გარდა, ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის სხვა გზა არ გვაქვს, ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. როდესაც მოკლევადიანი, საარჩევნო, კონიუნქტურული, პოლიტიკური ინტერესებიდან რაღაც უაზრო კითხვებს სვამთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამით ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყანა დავაზიანოთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

თეგები: გიორგი გახარიასაქართველო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნახეთ ყველაზე მეტად დაინფიცირებული რეგიონები – კორონავირუსის შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

დეკემბერი 9, 2021
848
მთავარი ამბავი

63 გარდაცვლილი და 3562 ინფიცირებული – 9 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

დეკემბერი 9, 2021
795
მთავარი ამბავი

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დეკემბერი 8, 2021
850

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია