საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლეებზე იმაზე მეტ ინფორმაციას აგროვებენ, ვიდრე ეს კანონითაა დაშვებული. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის მონაცემები სათანადოდ დაცული არაა.
„არის შემთხვევები, როდესაც ბავშვების მონაცემების გადაცემა, მათ შორის ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალები, რომლებიც დამონტაჟებულია ყველა სკოლაში, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაეცა მესამე პირებს“,- აღნიშნა თოლორაიამ.











