ზრდის ტენდენციის მიუხედავად, პროცესი სრულად მართვადია,- ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. პროცესის მართვა გრძელდება,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს კოროანვირუსი 2197-მა ადამიანმა დაამარცხა. გარდაიცვალა 15 პაციენტი.











