ვრცელდება კადრები, რომ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელმა შენობა სამ პირთან ერთად დატოვა.
ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელმა ორი მძევალი დაიტოვა და კიდევ ერთი, ახალი – პოლიციის მაღალჩინოსანი, ავთანდილ გალდავა დაიმატა მძევლად.
არსებული ინფორმაციით, ისინი ჩასხდნენ „პიკაპში“ და გადაადგილდებიან ვერტმფრენის მიმართულებით, რომელიც ზუგდიდის ტერიტორიაზე უკვე დაჯდა.











