ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭითაწყარში,ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ გზაზე მოპედს აუდის მარკის ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული მოპედის მძღოლი 70 წლამდე მამაკაცია. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და ცენტრალურ გზაზე მოძრაობას ცალმხრივად პოლიცია აკონტროლებს.
ავტორი: თეა შონია











