ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
უწყებაში „პრაიმტაიმთან” აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, მას დილით სახლთან ადრე, მანქანა დაზიანებული დახვდა.
მისი თქმით, ავტომანქანის წინა მხარე მთლიანად ჩამსხვრეულია, იქვე ახლოს კი დიდი ქვა იდო.
დღეს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
ავტორი:თეა შონია











