სამეგრელოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 4 არასრულწლოვანს კორონავირუსი გამოუვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მიაწოდა.
„რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 652 ტესტი, აქედან გვაქვს 15 დადებითი პასუხი, მათგან 6 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 ხობის შემთხვევა გვაქვს, 3 არის სენაკის უკვე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრები და ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში.
5 არის ზუგდიდის შემთხვევა, რომელთაგან 1 ოქროს ბირჟის კონტაქტია, 4 კი არასრულწლოვანია, რომლებსაც უკვე დადასტურებულ შემთხვევასთნ კონტაქტი ჰქონდათ. ეს სკოლის მოსწავლეებ ქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. შესაბამისად ვიცი, რომ ქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად და ისინი არ დადიოდნენ სკოლებში. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 101 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 76 კოვიდპაციენტი გადის, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 158 ადამიანი”,- ამბობს მალხაზ თორია.
ავტორი: თეა შონია











