ზუგდიდის ცენტრში საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი შეირაღებულმა თავდამსხმელებმა დააყაჩაღეს. არსებული მონაცემებით, ბანკში 2 თავდამსხმელი შეიჭრა. შენობაში იმყოფებიან როგორც თანამშრომლები, ასევე კლიენტები. მათმა ნაწილმა შენობის სახანძრო კიბით მოახერხა თავდამსხმელებისგან დაღწევა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც მძევლად აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლებას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში მერიის წინ მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში ყაჩაღები შეიჭრნენ. ისინი ცეცხლსასროლი იარაღითა არიან შეიარაღებული. არსებული ინფორმაციით, ბანკის თანამშრომლების ნაწილი სახურავზე იმყოფებიან. პოლიციას პერიმეტრი გადაკეტილი აქვს.
უწყვეტი პირდაპირი ეთერი ზუგდიდიდან, სადაც ბანკში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს











