ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ვალერი ვარდაიაა.
გავრცელებული ცნობოთ, გარდაცვლილს კარი ჩაკეტილი ჰქონდა და საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა ის შეამტვრიეს. ახალგაზრდა მამაკაცი ბინაში მარტო ცხოვრობდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
ავტორი: თეა შონია










