ზუგდიდში ოთხი დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაეწვა.
ზუგდიდში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე 4 სამაშველო სამსახურისა და 2 სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება.
“ორსართულიან კაპიტალურ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 4 ოჯახი ცხოვრობს. მეხანძრე-მაშველების დროული და ეფექტური რეაგირების შედეგად ხანძარი იქნა დროულად ლიკვიდირებული,მსხვერპლი არ არის”,-აცხადებს ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამმართველოს უფროსი დიმიტრი ბარამია.
ოთხივე ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაეწვა,ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.
ავტორი: თეა შონია











