ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვანში, არქეოლოგიური მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება გააუქმა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
ვანში, არქეოლოგიური მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება დღეს, 20:00 საათზე იყო დაგეგმილი.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა.











