ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე სროლა იყო. დაჭრილია კაცი, რომელიც მაღაზია „ლიბრედან“ გამოდიოდა. თვითმხილველების ცნობით, იგი უცნობმა პირმა ორივე ფეხში დაჭრა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირეტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა, მამაკაცს მარცხენა მუხლის არეში აქვს მიყენებული ჭრილობა და იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
ავტორი: თეა შონია











