ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის გვერდით მოწყობილ კარავში შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა, გააპროტესტეს მათ თანამებრძოლ გელა შედანიას სახლზე შესაძლო სროლის ფაქტი და მსვლელობით დემონსტრაციულად დაარღვიეს კომენდანტის საათი.
მათ გადაინაცვლეს „ქართული ოცნების“ შტაბთან მსვლელობით.
„ქართული ოცნების“ შტაბთან იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, მათ დემონსტრანტებს საშუალება არ მისცეს დაეტოვებინათ წარწერა მართველი პარტიის შტაბის შენობაზე, რა დროსაც მოხდა აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა, თუმცა არავინ დაუკავებიათ .
აქციის მონაწილეებმა ოფისის მიმდებარედ დატოვეს ძებნილ ბადრი ესებუას ფოტოები და წარწერები ,,ნამგალი“ და ,,ურო“ ,შემდეგ კი ისინი კვლავ გამოემართნენ სამხარეო ადმინისტრაციის შენობისკენ,სადაც განთავსებულია დაუმორჩილებლობის კარავი.
ამ ეტაპზე აქციის მონაწილეების დაჯარიმება არ მომხდარა.
ავტორი: თეა შონია











