ზუგდიდში, სოფელ კიროვში, მდინარე ჯუმში დაკარგული მოზარდი, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია მერის წარმომადგენელმა სოფელ დარჩელში დავით ბიგვავამ დაადასტურა.
„ეს წუთია მყვინთავებმა იპოვეს ცხედარი, მდინარე ჯუმში სადაც მდინარე ენგურს უერთდება 100 მეტრში. მთელი ღამე მუშაობდნენ და წყალმაც დაიკლო. მოსულია ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები და მიმდინარეობს ცხედრის ამოყვანის პროცედურა”,- გვითხრა მან.
ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი სამდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
მოზარდი 13 ივლისს დაიკარგა, როდესაც იგი საქონლის გადასარეკად მდინარის მეორე ნაპირზე ცდილობდა გადასვლას.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ შემთხვევის დროს 15 წლის ბიჭი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.
ავტორი: თეა შონია











