ზუგდიდში, ე.წ კომბინატის დასახლებაში სამეზობლო დავის შედეგად მამაკაცმა მეზობელს საფანტიანი სანადირო თოფიდან ესროლა.
გავრცელებული ინფორმაციით, პირმა მეზობელს მიაყენა ნაკლებად მძიმე დაზიანება სახის არეში, ასევე ცნობილი ხდება, რომ აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაშავებული პირი სახლში გადაიყვანეს.
შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მათივე განმარტებით,უწყებამ დააკავა ერთი პირი და მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: თეა შონია











