ზუგდიდში, საპროტესტო აქციის მონაწილეები მდუმარე მსვლელობით საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მოვიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერებს ენმ-ის ლიდერებმა მოუწოდეს სიმშვიდისკენ, ისინი პერიოდულად მაინც სკანდირებენ “მიშა, მიშას”.
შეკრებილთა თქმით, “ქართული ოცნების” დაკვეთით, საოლქო კომისია აყალბებს არჩევნების შედეგებს, რის მაგალითად მე-11 მაჟორიტარულ ოლქში, ბათილი ბიულეტენების გადათვლის შედეგად, მმართველი პარტიის კანდიდატისთვის ხმების დამატებას ასახელებენ.
მათივე ცნობით, ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხი, დალუქულ ოთახში კონვერტებში “იქექებოდა” და სავარაუდოდ სხვა უბნებზეც იგივე სცენარისთვის ემზადებოდნენ.
ენმ-მ პროკურატურაში ამ ფაქტების გამოძიების მოთხოვნით განცხადება შეიტანა. ოლქის თავმჯდომარე და “ქართული ოცნება” ბრალდებებს უარყოფს.
ავტორი: თეა შონია