ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე, სადაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კარავი გაშალეს, ხმაური იყო. მათ ჯერ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა მოითხოვეს, შემდეგ კი ადმინისტრაციულ შენობაზე საპროტესტო სტიკერების გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეკრებილები ღამის კარავში გათევას აპირებენ.











