ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე თურქეთის მოქალაქეს ომერ დემიროკს პარკინგზე გაჩერებული ავტომანქანა „ნისან ნავარა” მოპარეს.
ამ წუთებში, ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
თურქეთის მოქალაქე კი, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.
შსს-ში „პრაიმტაიმს” განუცხადეს,რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მინდინარეობს გამოძიება. რაც ქურდობას გულისხმობს.
ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.
ავტორი:თეა შონია











