ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირზე კლინიკა „გულთან” ველოსიპედით მოძრავ 43 წლის დ.გადელიას ავტომობილი დაეჯახა.
ავტომობილის მძღოლს შვილი ზუგდიდის მრავალპროფილურ კლინიკა „ავერსში” გადაჰყავდა.
შეჯახების შედეგად დ.გადელია ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
ავტორი: თეა შონია











