ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი ევექსის კლინიკის მედპერსონალია, რომელიც ასევე პარალელურად კერძო კლინიკაშიც მუშაობდა.
როგორ საავადმყოფოს დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ „პრაიმტაიმნიუსს“ განუცხადა, მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.
მისივე თქმით, ის სამედიცინო დაწესებულებაში მაქსიმალურად იცავდა რეკომენდაციებს და ვირუსის სხვა თანამშრომლებზე გავრცელების რისკი დაბალია.
„ეს არის სამედიცინო პერსონალი, მაგრამ არ არის ექიმი. მისი ყველა კონტაქტი იყო მაქსიმალურად დაცული. შედარებით მაღალი რისკის კონტაქტი შეიძლება იყოს ერთ ექთანთან“, – განაცხადა ნიკა ჭეჟიამ.
მანამდე, 11 ოქტომბერს კორონავირუსი ზუგდიდში ერთ-ერთი კერძო კლინიკის ექიმს დაუდასტურდა, რომლის ყველა კონტაქტი გადასულია თვითიზოლაციაში.
ავტორი: თეა შონია











