ზუგდიდში, გამსახურდიას ცენტრალურ გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „ზუმერში“, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მაღაზიის შესასვლელი კარის სარკე ჩაამსხვრიეს.
თვითმხილველების ცნობით, მათ სავარაუდოდ ქვა ესროლეს სარკეს.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: თეა შონია











