ვადამდელი არჩევნები არის პრინციპული საკითხი და ის შეიძლება გაიცვალოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხში, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ “რუსთავი 2-ზე” “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ე.წ. გასაცვლელი საკითხი დევს თუ არა მაგიდაზე, ზურა ჯაფარიძე პასუხობს, რომ მან წარადგინა ინიციატივა და ეს სრულად პროპორციული, ბარიერის გარეშე არჩევნებია, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არაა.
“მოლაპარაკების საგანია, მაგრამ შეთანხმება მიღწეული არაა, გირჩის ინიციატივა, რომელიც მე წარვადგინე, არის სრულად პროპორციული, ბარიერის გარეშე არჩევნები”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, აღნიშნულ ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, ამიტომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლის გარეშე ეს ვერ მიიღწევა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
აშშ-ის რეზიდენციაში “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.










