გირჩის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში, დღევანდელ ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელიც ოპოზიციამ დაგეგმა.
ღონისძიებას, სადაც ოპოზიციონერები ხელს კიდევ ერთ დოკუმენტს მოაწერენ, სადაც დაადასტურებენ რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, ზურა ჯაფარიძე არ დაესწრება.
როგორც მან განმარტა, დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი აქვს, თუმცა ის რჩება ოპოზიციონერთა რიგებში, რომლებიც მე-10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.
“არ ვიქნები ოპოზიციასთან ერთად ღონისძიებაზე, რადგან ასეთი რაღაცები არ მიყვარს. არ მგონია, ვინმესთვის რამე მქონდეს დასამტკიცებელი, ორ თუ სამ დოკუმენტზე მაქვს ხელი მოწერილი.
იქ არ მივდივარ, მაგრამ არც ჩემს გადაწყვეტილებას შევცვლი – ოპოზიცია ერთიანობას ინარჩუნებს და მეც მათ შორის ვარ”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.











