“ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლა საოცრებათა წიგნში უნდა ჩაიწეროს, ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო არჩევნების დასრულების დღიდან გვიჩივის, რომ დეპუტატის მანდატი არ უწყდება და ახლა ამბობს, გავედიო”,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“ერთხელ მოვიდა და ისიც, ვერაფერი ღირებული ვერ თქვა პლენარულ სხდომაზე. დიდი ხანია, გასულია არა მხოლოდ პარლამენტიდან, არამედ იმ ფორმატიდან, რასაც ჰქვია ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტს ტოვებს.










