“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუას შეწყალება სთხოვა.
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მზადაა პირადად შეხვდეს სალომე ზურაბიშვილს, თუ კი ეს რურუას გათავისუფლებასა და შეთანხმებას ხელს შეუწყობს.
“მინდა სალომე ზურაბიშვილს ამ ეთერის მეშვეობით ვუთხრა, რომ ქალბატონო სალომე, თქვენს ხელთ ერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს და ეს არის გიორგი რურუას შეწყალება. მე ვითხოვდი, რომ დანიელსონთან შეხვედრის დროს, მოლაპარაკების პროცესში პრეზიდენტიც ჩართულიყო. არ მაქვს პრობლემა ეთერის გარეშე მივიდე და შევხვდე სალომე ზურაბიშვილს. თუ ეს გადაწყვეტას მოიტანს, არ მაქვს პრობლემა. არ მაქვს პრობლემა მე, დავხარო თავი და ვუთხრა, რომ შეთანხმებისთვის ეს საჭიროა,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.











