„ორი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის არაც ერთხელ არ გამოუვლენია, არც სახელმწიფოებრივი პოზიცია არც ქართული სოლიდარობა და არც ადამიანური გვერდში იმ პროცესებთან დაკავშირებით რაც ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“, – ასე გამოეხმაურა იუსტიიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
„ორი წლის განმავლობაში ყოველ კვირა ტელევიზორით გადაიცემოდა ძალიან სამარცხვინო თავდასხმები ჩემზე იმ ბრძოლის ფარგლებში რომელიც მქონდა იუსტიციის საბჭოში. არა ერთხელ მქონდა მეც და არაერთ სუბიექტს მიმართვა სალომე ზურაბიშვილისადმე რამე ეთქვა, კლანთან მიმართებაში, სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში.
გუშინაც კი მივმართე, რომ მიეღო ჩემი მოხსენება და ხედვა რა უნდა მოხდეს სასამართლოში. აი ამ უმწვავესი ორი წლის ფონზე არც ერთხელ არც ადამიანური, არც სახელმწიფოებრივი და არც ქალური სოლიდარობა არ გამოუვლენია სალომე ზურაბიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ.
დღე მისი უსწრაფესი გამოხმაურება ამ მოვლენებისადმი არის მანიშნებელი იმისა, რაც თავიდანვე დავინახეთ. ეს თავდასხმა, ეს ბინძური კამპანიის აგორება არის შექმნილი და შეთითხნილი იმისთვის, რომ ორმა ძალამ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკონტროლოს და დააზიანოს ის ადამიანები, ვისაც შეუძლია რაიმე ცვლილება შეიტანოს საზოგადოებრივი დღის წესრიგში.
სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ორ წლიანი დუმილი, როდესაც თითქმის ყოველ დღეს ტელევიზიაში მიდიოდა ლანძღვა, დაცინვა ფიზიკურ შეხებამდეც კი მივიდი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არა ერთხელ. არც ერთხელ არ გამოუვლენია, არც სახელმწიფოებრივი პოზიცია რა ხდება სასამართლოზე, არც ქართული სოლიდარობა და არც ადამიანური გვერდში დგომა დღეს კი მისი უსწრაფესი გამოხმაურება მიანიშნებს, „ქართული ოცნების“ მიერ წინასწარ შექმნილ დღის წესრიგზე“, – განაცხადა ანა დოლიძე.











