1-ლი ივლისიდან კოვიდპასპორტები ამოქმედდება. ვროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა ევროკავშირში შეთანხმებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„ეს შეთანხმება პირველი ნაბიჯია შენგენის ზონის ნორმალიზებისკენ, ეს დიდ ცვლილებას შეიტანს მოგზაურობაში და ის აღარ გაიმეორებს 2020 წლის ზაფხულის კოშმარს“,- განაცხადა ევროპარლამენტის ერთ-ერთმა მომხსენებელმა.
დოკუმენტს, როგორც ციფრული, ისე ბეჭდური სახე ექნება. სერთიფიკატში აღნიშნული იქნება ინფორმაცია, რომ ევროპაში მოგზაურობის მსურველი აცრილია, ჩატარებული აქვს კოვიდტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.










