ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, კოვიდპასპორტის შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, საკითხზე მუშაობა მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უფრო მკაფიო სახეს მიიღებს.
„კოვიდპასპორტზე მუშაობა მიმდინარეობს. აქ ტექნიკური პროცესია. როგორც ადრე ითქვა, პასპორტში სამი სტატუსი იქნება: ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების და პისიარ ტესტირების, იმ პირებისთვის ვისაც არც ვაქცინა აქვს ჩატარებული და არც დაავადება გადაუტანია. კოვიდპასპორტზე მუშაობა მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უფრო მკაფიო სახეს მიიღებს და შესაძლებლობა გვექნება ეს შეთავაზება მოსახლეობასაც მივცეთ,“- განაცხადა გაბუნიამ.











