fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართება

23:18 დეკემბერი 9, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
864
ნახვა

10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო ქმედებების საკითხს, რაც განსაკუთრებით გამწვავდა პანდემიის ფონზე.

სამინისტროს ცნობით, ქართული მხარე ასევე ისაუბრებს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა შორის გამართულ შეხვედრებზე ე.წ. „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ შექმნის განხილვის საკითხზე.

„ფაქტობრივად ერთწლიანი წყვეტის შემდგომ, ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს შუამავლობით, ასევე აშშ-ის მონაწილეობით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო და პროვოკაციული ქმედებების, და მათი მძიმე შედეგების საკითხს, რაც განსაკუთრებით გამწვავდა პანდემიის ფონზე და ადგილზე ვითარების ესკალაციის შესაძლებლობის გაზრდის გარდა, კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას. მოლაპარაკების აღნიშნულ რაუნდზე ქართული მხარე ისაუბრებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, მათ შორის ე.წ. ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების „პროგრამის“ დამტკიცებისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა შორის გამართულ შეხვედრებზე ე.წ. „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ შექმნის განხილვის საკითხს. ყურადღება გამახვილდება ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეეტის შეთანხმების დარღვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციაზე, სამხედრო წვრთნებსა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე და ხაზი გაესმევა რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას.

ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას. მათ შორის, ირაკლი ბებუას დაკავების საკითხს, რომელსაც სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების წინ მიუსაჯეს 9-წლიანი „პატიმრობა“, რაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან წარმოადგენს პროვოკაციულ ქმედებას.

განხილული იქნება ახალგორისა და გალის რაიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული სიტუაცია და ხაზი გაესმება თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის დაუბრკოლებლად განხორციელების აუცილებლობაზე, ისევე როგორც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შეწყვეტის აუცილებლობაზე.

ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის, ისევე როგორც ერგნეთის შეხვედრების შეუფერხებელი ფუნქციონირების საკითხებს.

საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობაზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

თეგები: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი მიმდინარეობს

ოქტომბერი 13, 2021
911
მთავარი ამბავი

დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი გაიმართება

ივნისი 30, 2021
786
მთავარი ამბავი

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება – მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების გათავისუფლება იქნება

ივნისი 29, 2021
788

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია