დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 53-ე რაუნდი გაიმართება.
მოლაპარაკებებისას მთავარი განსახილველი საკითხი ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება იქნება. ქართული მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან მწვავედ დააყენებს ზაზა გახელაძისა და ასევე, უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების საკითხს.










