სრულიად აბსურდული და უსუსურ-ქალაჩუნური და სრულიად არადსავლური და არადემოკრატიული ტექსტები ვისმინეთ, ფორმულით “ვგმობთ მაგრამ“ – ელეჩების კრიტიკა როგრ შეიძლება, ჩვენ ვემიჯნებით და ასე შემდეგ”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
ნიკა გვარამიამ გრიგოლ ვაშაძეც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას არც კი მოუკითხია, როცა მისი სასამართლო პროცესი განახლდა, მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მისი დახმარებით მოიგო.
„ზოგიერთი ჩემი ბვშვობის მეგობარი, მთლად სიღრმეებში შევიდა და რუსულ ნარატივზე ალაპარაკდა. ჩემს რუსულ ნარატივზე. პარალელურად ზარიც არ ჩათვალა საჭიროდ ჩემი და სოფოს მოსაკითხად. ვაშაძე საერთოდ გადადგა, უდროო დროს და სრულიად უადგილოდ, მე ვიტყოდი, საეჭვოდ უდროოდ და საეჭვოდ უადგილოდ. და, ჰოი საოცრებავ, მე დამგმო თავის გადადგომის განცხადებაში, ვითომ რამე კავშირში ვიყო მის პარტიასთან. რამე კავშირში, გარდა იმისა, რომ 10%-იანი რეიტინგით ჩავიბარე და ისე “გავაპატიოსნე” საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოიგო. მოუგო 7-მილიარდიან ივანიშვილს. და ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა ან ის არჩევნები ვინ მოუგო (კი წამართვა რ2 მაგის მერე) და ეს ბოლო არჩევნებიც ვინ მოუგო, ესეც გადასარევად იცის (ახლაც რამეს გვიზამს, უეჭველად). არც ვაშაძეს მოვუკითხივართ, ზარიც არ გამოუშვია, ცოცხლები ხო ხართო, არც უკითხვას. არ უკითხავს იმ დიასახლისისთვის, რომელსაც ხშირად სტურობდა. თუმცა რა ჩენი მოკითხვა, თავისი გადადგომის ტყუილებით სავსე ტექსტში ქუთაისელ აქტივისტებსაც კი არ გადაუხადა მადლობა, ზედ რომ გადაგყვნენ და საკუთარ სახლებში აცხოვრეს, აჭამეს, ასვეს და ცოცხალ კედლად დაყვებოდნენ, რომ ხელი არავის დაეკარებინა. ესენი დაიკიდა და რა მე, რა სოფო?!”, – წერს ნიკა გვარამია.
გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და ამის მიზეზები განმარტა.
ვაშაძე გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ არ შეუძლია იყოს იქ, სადაც ვერ ხედავს შეცდომებზე სწავლის სურვილს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები და ექსპერტები.










