მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან დროებით ორმხრივად იზღუდება.
თბილისის მერია მიზეზად წლების განმავლობაში მიმდებარე მთის ფერდებზე განხორციელებულ გარკვეულ მოქმედებებს ასახელებს, რამაც მეწყერული პროცესები გაააქტიურა.
მერიაში განმარტავენ, რომ გზა იკეტება 112-ის შენობიდან ვაშლიჯვრისკენ, “ბიპის” ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.











