12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 8,29%-ია.
ცესკოს მონაცემებით, ყველაზე დაბალი აქტივობა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ფიქსირდება.
„ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 177 462-მა ამომრჩეველმა, რაც არის ამომრჩევლების 8,29%.
ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში 11,4%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა საბურთალოს რაიონში 6,2%“,- აცხადებენ ცესკოში.
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით, 17 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიციური პარტიები მეორე ტურებში მონაწილეობას არ იღებენ და პარლამენტში შესვლასაც არ აპირებენ.
იმ ოლქებში, სადაც პირველ ტურშივე გამოვლინდა გამარჯვებული, ყველა „ქართული ოცნების” წარმომადგენელია. დარჩენილი 17 ოლქიდან მხოლოდ ერთში, გლდანში ლიდერობდა ოპოზიცია.











