ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 12 ახალი ინფიცირებულიდან 3 პაციენტის წყარო უცნობია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ ცენტრებში 196 პაციენტი მკურნალობს.
„ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 5 პაციენტი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 2 არის ახალი დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდან, 2 იმპორტირებულია. სამი ინფიცირებულის წყაროს მოძიება გრძელდება.
რაც შეეხება ჩვენს ცენტრს. გუშინ გვყავდა 28 დადასტურებული შემთხვევა არავინ არ გამოჯანმრთელებულა. დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა და გვყავს 30 დადასტურებული შემთხვევა. ამ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 იმპორტირებულია, ერთი კი გაჩიანის წყაროდანაა. ორივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. 2 მძიმე პაციენტია თუმცა, მათთან სტაბილიზაცია მიღწეულია, მესამე დღეა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა, ალბათ, ასე გაგრძელდება“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 12 შემთხვევა გამოვლინდა.











