„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიული დაფინანსების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შესაძლებელია, პარტიამ დაფინანსების გარეშე წარმატებას მიაღწიოს.
„რომ დავრჩეთ უდაბნოში, დავრჩეთ ტყეში, დავრჩეთ ჭაობში, დავრჩეთ ცივ ქვაზე, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის გადარჩენას ბაყბაყდევისგან, რომელმაც დაიკავა სოფლის წყარო.
1995 წლიდან 2005 წლამდე, 12 წელი პარტია შევინახე მე. ყველაზე მეტი წარმატებები მაშინ გვქონდა, სხვათაშორის. 25-26% გვქონდა, არ შეუშლია ამას ხელი.
რომ დავრჩეთ უდაბნოში, დავრჩეთ ტყეში, დავრჩეთ ჭაობში, დავრჩეთ ცივ ქვაზე, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის გადარჩენას ბაყბაყდევისგან, რომელმაც დაიკავა სოფლის წყარო. აი, ზღაპრებში რომაა, ბაყბაყდევმა დაიკავა ის წყარო, მოვიდა ცისკარა, მოკლა ის დევი და გაათავისუფლა და წყალი წამოვიდა. აი ასე მოვახდენთ ნეიტრალიზაციას იმ დევის, რომელიც პუტინმა გამოგვიგზავნა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.











