საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები დღეს შევიდა, რომლის მიხედვითაც, დადგინდა სამი ქალაქი, რომლებსაც პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისების შესრულების შეზღუდვა არ შეეხება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 ივლისიდან არ გავრცელდება მიუნხენზე, პარიზსა და რიგაზე.
ცნობისთვის, საქართველოს საზღვარი 5 ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის გაიხსნა.











