WHO-ს ევროპის საგანგებო მდგომარეობის ოფიცრის, კატერინ სმოლვუდის განცხადებით, 14-დღიანი კარანტინის ვადა უნდა შენარჩუნდეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით ევროპაში სერიოზული ვითარებაა.
„რეკომენდაცია ვირუსის ინკუბაციის პერიოდთან და გადაცემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო გაგებას ეფუძნება. კარანტინის პერიოდი ევროპაში ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. საფრანგეთში დაკვირვების მიზნით, კარანტინში წასვლას შვიდი დღით ურჩევენ, ბრიტანეთსა და ირლანდიაში კი საკანტინო პერიოდი ათი დღით არის განსაზღვრული. პორტუგალია და ხორვატია რეკომენდებული საკარანტინო ვადის შემცირებას განიხილავენ“,- განმარტა WHO-ს ევროპული ფილიალის დირექტორმა, ჰანს კლუგემ.











