„ცესკოს“ პრეს-სპიკერის განმარტებით, 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 36,45%-ს შეადგენს. ეს კი რაოდენობრივად არის 1 279 947 ამომრჩეველი.
12:00 საათის შემდეგ ამომრჩეველთა აქტივობა 17,04%-ით გაიზარდა.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











