„ცესკოს“ პრეს-სპიკერის განმარტებით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 45,77%, რაც რაოდენობრივად არის 1 607 530 ამომრჩეველი.
ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია (57,3%), ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში (41,9%).
ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე მთავრდება და ამის შემდეგ დაიწყება ხმების დათვლის პროცესი.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











