დაახლოებით 180 წლის შემდეგ, საბერძნეთის დედაქალაქში მეჩეთი კვლავ გაიხსნა. ათენში მე-19 საუკუნის შემდეგ, მუსლიმებისთვის არც ერთი სამლოცველო არ ფუნქციონირებდა და ამ დრომდე, ათენი ევროპის ერთადერთი დედაქალაქი იყო, სადაც მეჩეთი არ არსებობდა.
მეჩეთის წინამძღოლი (იმამი) მაროკოული წარმოშობის, საბერძნეთის მოქალაქე, 49 წლის ზაკი მუჰამედი იქნება. მეჩეთი სოციალური დისტანციის დაცვით გახსნეს.
1821 წლიდან, მას შემდეგ, რაც საბერძნეთი ოსმალეთის იმპერიას გამოეყო, ქვეყანაში არსებული მეჩეთები გადააკეთეს ან დაანგრიეს. ამის შემდეგ, საბერძნეთი მეჩეთების სიმცირით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო.
ათენში მეჩეთის აშენება 2006 წელს გადაწყდა და მშენებლობისტვის 887,000 ევრო გამოიყო.










