ერევანში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 24 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დღეს, 19 ნოემბერს ერევნის სხვადასხვა ნაწილში საპროტესტო აქციები გაიმართა.
დემონსტრანტების ნაწილმა დედაქალაქის რამდენიმე ქუჩა გადაკეტა.
შეგახსენებთ, ერევანში ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა იმართება. აქციის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დათმობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.











