საქსტატის 2020 წლის წინასწარ ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა.
დოკუმენტის თანახმად, სპილენძის მადნებმა და კონცენტრატების ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 404.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 247.3 მლნ. აშშ დოლარით (7.4 პროცენტი).











