„ჩვენ გვქონდა დამტკიცებული ვალის მართვის სტრატეგია 2019-2021 წლებისთვის, რომლის მთავარი მიზანიც უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის ეტაპობრივი შემცირება იყო. პანდემიაზე რეაგირების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მთავრობის ვალის მაჩვენებელი, შესაბამისად, აუცილებელია, მიმდინარე წელს დავამტკიცოთ ვალის მართვის ახალი სტრატეგია, რომელიც სწორედ გაზრდილი ვალის ეფექტურ მართვაზე იქნება ორიენტირებული”, – ამის შესახებ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
„ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები შეფასდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიით მიხედვით და დაფინანსდება ყველაზე მაღალი სოციალური და ეკონომიკური შედეგების მქონე პროექტები. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ ფისკალური რისკების დოკუმენტი, თუმცა ეს დოკუმენტი დღეს ძირითადად რისკების გამჭვირვალობას ემსახურება. ჩვენ ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ ფისკალური რისკების მართვაზე, რათა თავიდან ავიცილოთ რისკების მატერიალიზაცია და ერთიანი ზეწოლა ბიუჯეტზე. ჩვენ გვქონდა დამტკიცებული ვალის მართვის სტრატეგია 2019-2021 წლებისთვის, რომლის მთავარი მიზანიც უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის ეტაპობრივი შემცირება იყო. პანდემიაზე რეაგირების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მთავრობის ვალის მაჩვენებელი, შესაბამისად, აუცილებელია, მიმდინარე წელს დავამტკიცოთ ვალის მართვის ახალი სტრატეგია, რომელიც სწორედ გაზრდილი ვალის ეფექტურ მართვაზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა მაჭავარიანმა .











