22 ნოემბერს მინსკში მორიგი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია იმართება.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ბელარუსის დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში დემონსტრანტებმა შეკრება დილიდან დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციები კვირაობით იმართება.











