ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გლობალური მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის თითქმის 300 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ეს კი პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.
ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 294 ათასი შემთხვევა გამოვლინდა.
მსოფლიოში სულ კორონავირუსის 21 მილიონ 395 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 770 ათასზე მეტი ინფიცირებული, 13 მილიონზე მეტი ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა.











