Worldometers-ის მიერ გამოქვეყნებული ინფირმაციის მიხედვით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 246 მილიონს გადააჭარბა.
კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.99 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 223 მილიონს აჭარბებს.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.1 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი, ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.











