25 წლიანი უმწკივლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთ საათში ჩაიდო სამარეში, – ასე გამოეხმაურა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ISFED-ი პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს.
გვარამია მიიჩნევს, რომ “ისფედმა” პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები იმდენად “ზეუცნაურ” დროს გამოაქვეყნა, რომ არასანდოა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციას “ისფედის” ხაფანგი მოუმზადა.
“ISFED-ის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ფორმით (ზეპირო განმარტების და ახსნის და შეკოთხვებზე პასუხების ღირსადაც არ ჩათვალეს საზოგადოება) მოცემული და ზეუცნაურ დროს (დღეს ცხადია ისედაც რაც ხდებოდა) შეცვლილი ციფრების კონტექსტში, ცხადი ხდება, რატომ დაიწყო ოცნებამ მოლაპარაკებებზე ხელახალ გადათვლაზე, “1%ზე მეტი თუ იქნა, ხელახალი არჩევნებს დავნიშნავთ”-ზე და მსგავსებზე საუბარი. და აი, უცაბედად, დაოდო კიდეც 1%ზე ნაკლები ციფრები, ჰოი, საკვირველებავ.
რაც შეეხება ამაზე ზოგი ოპოზიციონერის “გულუბრყვილო” აღფრთოვანებას, უკვე ძალიან საეჭვოა ეგეც და ნამდვილად აღარ გავს გულუბრყვილობას. თან ძალიან აღარ გავს. და ახლა, როცა ნათელია, რომ ისფედის ხაფანგი მზადდებოდა მთელი ეს კვირები ოპოზიციისთვის, კიდევ ისფედზე და გადათვლაზე ლაპარაკი, უკვე ვერ მიხვედრას ნამდვილად არ გავს. აქაც, ძალიან არ გავს.
ნუ, ISFEDის მომავალი, სამწუხაროდ, ბუნდოვნია, თუ საერთოდღაა. 25 წლიანი უმწკივლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთ საათში ჩაიდო სამარეში. ასე ანადგურებს ქართული ოცნება ყველაფერს. ვწუხვარ, მაგრამ ფაქტია”, – წერს ნიკა გვარამია.










