ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდიარე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 26 ივლისიდან ზღუდავს სერვის ცენტრებში ვიზიტს და მომხმარებლებს დისტანციურ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომხმარებლებს თბილისისა და მცხეთის სერვის ცენტრებში ვიზიტის ნაცვლად ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შეეძლებათ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. განაცხადის დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი კომპანიის პასუხს ასევე ელექტრონული ფოსტით მიიღებს.
დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის – 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით.










